რატომ ჩვენ

ძლიერი მხარეები

ჩვენ ვამარტივებთ გადაზიდვებს. ყოველი შეთავაზება წინასწარ აჩვენებს ყველა ხარჯს, რათა ზუსტად იცოდეთ, რაში იხდით თანხას.

აირჩიეთ თქვენთვის საჭირო მომსახურება:  კარიდან – აეროპორტამდე, აეროპორტიდან – აეროპორტამდე, აეროპორტიდან – კარამდე ან კარიდან – კარამდე — და ჩვენ მოგაწვდით ხარჯების სრულ და დეტალურ ჩამონათვალს.

მაგალითად, კარიდან – კარამდე შეთავაზება მოიცავს:

  • ტვირთის აღების ხარჯები
  • საჰაერო გადაზიდვის საფასური
  • საბოლოო დანიშნულების ადგილზე მიტანის ხარჯები
  • ნებისმიერი დამატებითი მომსახურება, რომელსაც მოითხოვთ
  • საბაჟო ფორმალობების და მოსაკრებლების სავარაუდო თანხა

მხოლოდ გამჭვირვალე ფასები – სიურპრიზების გარეშე და საიმედო მომსახურება.

Zido Express‑ში თქვენი მითითებები მნიშვნელოვანია. ყურადღებით ვაკვირდებით თითოეულ დეტალს, ზუსტად ვასრულებთ თქვენს მოთხოვნებს და სწრაფად ვერგებით ცვლილებებს.

ჩვენთან დაკავშირება მარტივია – ტელეფონით, ან ელ-ფოსტით – და ყოველთვის მზად ვართ ოპერატიულად გიპასუხოთ.

სტაბილურობა, ზრუნვა და მკაფიო კომუნიკაცია ჩვენი არსის ნაწილია, და სწორედ ეს გვხდის გამორჩეულს.

საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებში ორი რამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი: სისწრაფე და სანდოობა – და ჩვენ ორივეს ვუზრუნველყოფთ.

სისწრაფე: ვირჩევთ საუკეთესო მარშრუტებს, თავიდან ვირიდებთ შეცდომებს და მუდმივად ვაუმჯობესებთ პროცესებს, რათა თქვენი ტვირთი სწრაფად და ეფექტურად გადაადგილდეს.

სანდოობა: თითოეულ გადაზიდვას ყურადღებით ვაკვირდებით და ვმართავთ, ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო პარტნიორებთან – სატრანსპორტო კომპანიებთან, საწყობებთან, ავიახაზებთან და აგენტებთან – ტვირთების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ მომსახურებას, გამჭვირვალე ფასებს და ღია კომუნიკაციას ტვირთის სტატუსზე, გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციაზე და მის შესაბამისობაზე ადგილობრივ და საერთაშირისო რეგულაციებთან.

შედეგი: თქვენი ტვირთი დროულად ჩადის დანიშნულების ადგილზე, რაც ჩვენი მზრუნველი გუნდის თავდაუზოგავი შრომით და ჩვენს მიერ დანერგილი მარტივი და გამჭვირვალე პროცესით მიიღწევა.

10 წლიანი გამოცდილებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და წლიანი გამოცდილებით საქართველოში, ჩვენ ვახორციელებთ ტვირთის საჰაერო გზით გადაადგილებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კარგად ვიცით, რომ საჰაერო გადაზიდვებში ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ყურადღებით ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ თითოეულ გადაზიდვას და სწრაფად ვმოქმედებთ, თუ რაიმე პრობლემა წარმოიშვება – ვცვლით მარშრუტს ან ვპოულობთ საუკეთესო ალტერნატიულ გეგმას, რათა თქვენი ტვირთი მოძრაობდეს უწყვეტად.

სპეციალური სიტუაციების მართვის ექსპერტები

ზოგჯერ ხდება ტვირთის გადაადგილების შეფერხება, ეს ინდუსტრიის ნაწილია და ვერსად ვერ გავექცევით. შეფერხება შეიძლება მოხდეს: დოკუმენტაციის გამო, სატრანსპორტო კომპანიების, ავიახაზების, ან საბაჟოს მხრიდან, ასევე ცუდი ამინდის ან სხვა მოულოდნელი მიზეზების გამო. ის რაც ჩვენ გვხდის გამორჩეულს, არის ჩვენი რეაგირება მსგავსი შემთხვევების დროს:

  • ყურადღებით ვაკვირდებით თითოეულ გადაზიდვას.
  • თუ ტვირთის გადაადგილების შეფერხება მოხდა, დაუყოვნებლივ ვმოქმედებთ პრობლემის მოსაგვარებლად.
  • ვპოულობთ ყველაზე სწრაფ „გეგმა B“-ს, როცა „გეგმა A“ არ მუშაობს.
  • მუდმივად გატყობინებთ განახლებულ ინფორმაცის ტვირთის გადაადგილების შეფერხების შესახებ, ან შესაძლო დამატებითი ხარჯების შესახებ და ვმუშაობთ მათ მინიმიზაციაზე.

ჩვენი მთავარი მიზანი მარტივია: თქვენი ტვირთი უსაფრთხოდ, დროულად და მკაფიო კომუნიკაციით მიეწოდოს საბოლოო დანიშნულების ადგილზე.