ზიდო ექსპრესი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Zido Express-ის გვერდზე!
ზიდო ექსპრესი, სათაო ოფისით თბილისში, ეხმარება ბიზნესებს ტვირთის სწრაფად საჰაერო გზით გადაზიდვაში მსოფლიოს მასშტაბით, სანდო მომსახურებით და გამჭვირვალე კომუნიკაციით. 15 წელზე მეტი გამოცდილებით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაში, ჩვენ სპეციალიზირებულნი ვართ კარიდან‑კარამდე საჰაერო გადაზიდვებში და გთავაზობთ ამერიკული ხარისხის მომსახურებას.
ჩვენი მომსახურების 3 სისწრაფის დონე – სტანდარტული, ექსპრესი და სასწრაფო – გაძლევთ შესაძლებლობას აირჩიოთ თქვენთვის სასურველი გადაზიდვის სისწრაფე: დაწყებული რუტინული და დამთავრებული გადაუდებელი გადაზიდვებით.
ზიდო ექსპრესში ჩვენ ვაერთიანებთ ამერიკულ და ადგილობრივ გამოცდილებას. 10 წლიანი გამოცდილებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და 5 წლიანი გამოცდილებით საქართველოში, ჩვენ ვუზრუნველყობთ ამერიკული ხარისხის მომსახურებას საქართველოს ბაზარზე და გთავაზობთ საჰაერო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
- გამოცდილი პროფესიონალიზმი: 15 წელზე მეტი გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით ტვირთების გადაზიდვის სფეროში, სპეციალიზირებული სწრაფ და საიმედო საჰაერო ტრანსპორტირების მომსახურებაზე.
- გლობალური სტანდარტები: სრული შესაბამისობა საერთაშორისო რეგულაციებთან და ინდუსტრიის წამყვან უსაფრთხოების სტანდარტებთან.
- მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება: ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული პროფესიონალიზმისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა საქართველოში.
- უსაფრთხო და დროული გადაზიდვები: თქვენი ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ და დროულად მიტანის უზრუნველყოფა.
ზიდო ექსპრესი არა მხოლოდ ლოგისტიკური მომსახურების მომწოდებელია, არამედ წარმოადგენს თქვენს სანდო პარტნიორს, რომელიც აკავშირებს საქართველოს მსოფლიოსთან შეუფერხებელი და სანდო საჰაერო გადაზიდვების საფუძველზე.
მომსახურების მოქნილი ვარიანტები
სტანდარტული, ექსპრესი, ან სასწრაფო მომსახურების შემოთავაზებით ჩვენ საშუალებს გაძლევთ თითოეულ გადაზიდვაზე აირჩიოთ თქვენთვის სასურველი გადზიდვის სისწრაფე: რუტინული, სწრაფი, ან გადაუდებელი.
გამოცდილება რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ
ჩვენთან თანამედროვე ტექნოლოგიები მჭიდროთ არის დაკავშირებული ღრმა ლოგისტიკურ გამოცდილებასთან, რაც გვაძლევს საშუალებას ვუზრუნველვყოთ გამჭვირვალე და ეფექტური მომსახურება. ზიდო ექსპრესში საიმედო მომსახურების საფუძველზე კლიენტის კმაყოფილება ყოველთვის პირველ ადგილზეა
როცა ჩვენ ვზრუნავთ თქვენს გადაზიდვაზე, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მან სწრაფად და დაპირებული მომსახურების ხარისხით მიაღწიოს საბოლოო დანიშნულებამდე. ჩვენი მიზანია გავამართლოთ თქვენი მოლოდინი და დავიმსახუროთ თქვენი ნდობა თითოელ გადაზიდვაზე.

კარიდან - კარამდე საჰაერო გადაზიდვები
სწრაფი და სანდო კარიდან – კარამდე საჰაერო მომსახურება და გადაზიდვების სისწრაფის 3 დონე რომელსაც თქვენ ირჩევთ: სტანდარტული, ექსპრესი და სასწრაფო.
თქვენს მოთხოვნებზე მორგებული ტრანსპორტირების შესაძლებლობები
ლოგისტიკური მომსახურების ადაპტირება თითოეული ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე და მოთხოვნებზე, რათა გადაზიდვები იყოს ეფექტური და შედეგიანი.
ექსპერტები საერთაშორისო ვაჭრობაში
ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფის საზღვრების უპრობლემოდ გადაკვეთას და საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობას.
საიმპორტო და საექსპორტო გაფორმება
იმპორტისა და ექსპორტის საბუთების გაფორმების მომსახურება, რათა კარიდან – კარამდე მიწოდება იყოს შეუფერხებელი.